1977 წლიდან  Sonett იყო პიონერი კომპანია ორგანული სარეცხი ფხვნილებისა და საწმენდების წარმოების დარგში. 
 
Sonett -ის პროდუქტების შეძენა შესაძლებელია თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში. მასზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება არა ევროპულ ქვეყნებში. 
 
ჩვენი კომპანიის სათავო ოფისია Deggenhausen-ში(ტბა კონსტანსის მახლობლად).  
90% Sonett -ის პროდუქტები იყიდება სრულიად  ჯანმრთელი პროდუქტების ხაზით.

Sonett-პორტრეტი

გეორაფიული მდებარეობა: Sonett -ის ქარხანა მდებარეობს Deggenhausen-ში სამხერთ გერმანიაში 15 კმ.  ჩრდილოეთით ქალაქ Überlingen-თან, ტბა კონსტანსის მახლობლად.
თანამშრომლები: მიახლოებით 90 პერსონა, მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. 
 
ლეგალური ფორმა: ამხანაგობა (GmbH), 
3  პასუხისმგებელი პარტნიორი: Gerhard Heid, Beate Oberdorfer, Peter Tontsch.

 
გენერალური მენეჯმენტი:  
Beate Oberdorfer, უმაღლესი კვალიფიკაციის ქიმიკოსი  

Gerhard Heid, ბიზნეს მიმართულების მენეჯერი 
 
სადისტრიბუციო არეალი: Sonett-ის პროდუქცია ძირითადად იყიდება სრულიად  ჯანმრთელი პროდუქტების ხაზით.პროდუქცია ცნობილია 47 ქვეყანაში (32 ევროპული და 15 არაევროპული). 
 

Sonett Building

მოტივები და ამოცანები


Sonett - ის პროდუქტის ხაზის მთავარი მოტივია ზრუნვა და პასუხისმგებლობა წყალზე, როგორც დედამიწაზე სიცოცხლის დამცავ საშუალებაზე; წყალი არის რეალური, თანამედროვე სარეცხი და საწმენდი საშუალება. უმნიშვნელოდ და სრულიად დაშლადი ნედლი მასალის საშუალებით (როგორიცაა სუფთა მცენარეული საპონი, შაქრის სურფაქტანტი, სოდა და სილიკატები) ჩვენ ხაზს ვუსვამთ წყლის ძლიერ დამასუფთავებელ უნარს. რეცხვა და დასუფთავება არის კულტურული შენაძენი მათი სარგებლიანობის გათვალისწინებით, თუმცა ამავდროულად, ისინი აბინძურებენ წყალს.
 
ჩვენ ვეძებთ ჩვენს მაღალ დანიშნულებას, რათა განვავითაროთ კონსტრუქციული საშუალებები, რათა მოხდეს რეცხვისა და დასუფთავების ჰარმონიულად შერწყმა ბუნებასთან და განსაკუთრებით კი წყალთან, რომ ზემოაღნიშნულმა პროცესებმა ზიანი არ მიაყენოს გარემოს. 

ფილოსოფია


ჩვენი კორპორატიული ფილოსოფია და ხარისხის კონცეფცია ეფუძნება ანტროპოსოფიურ სულიერ მეცნიერებას.
 

წყლის წვეთზე დაკვირვების მეთოდი

Sonett -ის პროდუქციის ძირითადი პრინციპია მთავარი სასიცოხლო საწყისი-წყალი. შთაგონება Sonett -ის დასასუფთავებელი და სარეცხი საშუალებების განვითარებისათვის, ეფუძნება მეცნიერ იოჰანეს შნორის მიერ ჩატარებულ კვლევას Herrischried მეცნიერებათა Flew Sciences ინსტიტუტში,  გერმანიაში, 60-იანი წლების დასასრულს.  
 
სასმელი წყლის ხარისხის განსასაზღვრად,  შნორმა განავითარა მეთოდი,  რომელშიც ჩვეულებრივ კვლევებთან ერთად, გამოიყენა და გამოიკვლია მძიმე ლითონები, პესტიციდები, ორგანული ქლორის ნაერთები და ა.შ. მან ასევე ჩაატარა წყლის ანალიზი, ჰოლისტიკური პერსპექტივის გათვალისწინებით.  ეს მოხდა  წყლის წვეთზე აქტიურად დაკვირვების მეთოდის საშუალებით. 

სარეცხი
წყალში
საშუალო ხარისხის წყალი კარგი წყაროს
წყალი
                           


წყარო: კვლევა წყლის ამოსაცნობად,

Herrischried მეცნიერებათა ინსტიტუტი, 1995 წელი



 

დინამიზირებული ინგრედიენტები

გამომდინარე ჩვენს მიერ აღებული პასუხისმგებლობიდან წყლის მიმართ, ვუმატებთ „რითმულ“ ნივთიერებებს Sonett -ის სარეცხ ფხვნილებსა და დასასუფთავებელ საშუალებებს „oloid“  მიქსერში, და ვამუშავებთ წყალს 12 კვერცხის ფორმის შუშის ჭურჭელში.

 

მასალების შერჩევა

ყველა ინგრედიენტი, რომელსაც შეიცავს ჩვენი პროდუქცია არის სრულიად ბიოლოგიურად დაშლადი და არაალერგიული. ჩვენ ვიყენებთ მცენარეულ და მინერალურ მასალას. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ შეიცავენ ენზიმებს,  ნავთობ-ქიმიურ სურფაქტანტებს, არომატიზატორებს, საღებავებს, კონსერვანტებს,  მათეთრებელ აქტივატორებს.
 

გამოყენებული მასალები მიღებულია კონტროლირებადი ბიოდინამიკური და ორგანული სასოფლო-სამეურნეო მიწიდან

100% იანი ზეითუნის ზეთი, კანოლას ზეთი, ქოქოსის ზეთი,  შის ხის ზეთი,  და 95% ჩვენი ბუნებრივი ზეთებისა მოპოვებულია კონტროლირებადი სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებიდან. 
 

ენერგიის წყარო

ჩვენ ვიღებთ ჩვენს მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის ნახევარს პირდაპირ პატარა ჰიდროელექტრო სადგურიდან,  უშუალოდ მდებარე ჩვენს ახლოს, ერთ-ერთ  გარეუბანში.  ჩვენი ენერგომოხმარების მეორე წყაროს წარმოადგენს ე.წ. მწვანე ენერგიას.
 

სერთიფიცირებული ეკოლოგიური ხარისხი

სრული ასორტიმენტი ჩვენი პროდუქციისა, სრულყოფილად აკმაყოფილებს Ecogarantie-სა (ეკოგარანტია) და Ecocontrol-ის (ეკოკონტროლი)   მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.  Sonett სერთიფიცირებულია, როგორც კლიმატისათვის არასაზიანო საწარმო Stop climate change Standard CO2-ის თანახმად’’ (შეაჩერე კლიმატის ცვლილება)  ჩვენ ვამაყობთ რომ  მოვიგეთ „Red Dot Design Award 2012“ როგორც თანამედროვე,  დახვეწილი და ახალი ტენდენციის შემქმნელი დიზაინი.
 

Sonett -ის იურიდიული ფორმა შედგება სამი ნაწილისაგან

Sonett OHG-ს ჰყავს სამი პარტნიორი კომპანია და  უძღვება მიმდინარე ბიზნესს-კომპანიის განვითარება, მრეწველობის გაძღოლა და ორგანული სარეცხი და საწმენდი საშუალებების გაყიდვა. 
 
„Sonett Vermögensverwaltung GmbH“ მართავს ჩვენს საკუთრებას, შენობასა და მექანიკურ აღჭურვილობებს. 
„Sonett Foundation“ არ არის მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, და არის ერთადერთი მფლობელი „Sonett Vermögensverwaltung GmbH -სა“. „Sonett Foundation“  ხელს უწყობს არაკომერციული ინიციატივების განვითარებას მაგ. წყლის კვლევის კუთხით, ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარების ალტერნატიული გზების ჩამოყალიბებასა და სხვადასხვა რელევანტურ სფეროებში კვლევების ჩატარებას. 
 
სტრუქტურის თანახმად, Sonett-ის  საწარმო აღარ არის კერძო, და არ შეიძლება ამიერიდან იქნას გაყიდული ან ვინმეს მიერ მემკვიდრეობით მიღებული. ეს ყოველივე შესაძლებლობაა Sonett -ისათვის, რათა ყოველთვის მიხედონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც იციან მისი დევიზის  
შესახებ: ორგანული საპნები და გამწმენდები წყლის ბუნებრივი რესურსების დაცვა სიცოცხლის არსი

Sonett-ლოგო

                    





წარმოება


Sonett -ის პროდუქციის სითხეების,  სარეცხი და დასუფთავების საშუალებების სრული სპექტრის წარმოება  ხდება Sonett -ის  ქარხანაში Deggenhausen-ში.  
 
ვაწარმოებთ თხევად საპნებს. ამავდროულად, საპნის მრავალსაათიანი ენერგოინტენსიური დუღილის ჩვეულებრივი პროცესის ნაცვლად, ზეთები გადაყვანილია საპნის კონდიციაში ყოველგვარი ენერგომატარებლების გარეშე და მნიშვნელოვნად მცირე დროში.

პარტნიორები


Sonett - ის  პროდუქციის 50%-ს ექსპორტირება ხდება 32 ევროპულ და 15არაევროპულ ქვეყანაში. დანარჩენი 50 % იყიდება გერმანიის შიდა ბაზარზე. Sonett -ის 90% იყიდება სრულიად  ჯანმრთელი პროდუქტების ხაზით. დანარჩენი 10% პირდაპირ მიდის ინვალიდთა და მოხუცთა სახლებში, სკოლებსა და  ბაგა ბაღებში.
 
ჩვენი კონცეპციაა, შევთავაზოთ მომხმარებელს როგორც ეკოლოგიური ხარისხი, ასევე შესაბამისად დაბალი ფასი.
საპნისა და სადეზინფექციო საშუალებების საწარმოებლად ჩვენ ვთანამშრომლობთ მცირე მრეწველებთან გერმანიასა და ავსტრიაში.
ჩვენი საიარლიყო სამუშაოს უდიდესი ნაწილი შესრულებულია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც Camphill Workshops in Lehenhof-ის  მზრუნველობის ქვეშ არიან. ეს Sonett -ს  შესაძლებლობას აძლევს,  იმუშაოს პატარა ჯგუფებად, დიდი მოქნილობით. რაც იდეალურია, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენს პროდუქციაზე დაკრული იარლიყები რამოდენიმე ენაზე შეიცავს ახსნა-განმარტებებს. Lehenhof-ისათვის ეს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია რადგან ეს არის სოციალური თერაპია  და ფულის გამომუშავების მეთოდი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ადამიანებისათვის.