Sonett-ის ხარისხი

  • სონეტის ყველა პროდუქტი:
  • ნავთობქიმიური ნედლი მასალის გარეშე;
  • ნავთობქიმიურ ან ნახევრად ნავთობქიმიურ ტენზიდების გარეშე; 

  • არ შეიცავს სინთეტიკურ არომატიზატორებს;
  • არ შეიცავს სინთეტიკურ საღებავებს;
  • არ შეიცავს სინთეტიკურ კონსერვანტებს;
  • არ შეიცავს გენური ინჟინერიის ნედლ ნივთიერებებს ;
  • არ შეიცავს ენზიმებს;
  • არ შეიცავს ნანო ტექნოლოგიის ელემენტებს;
  • არ შეიცავს ალერგიულ ინგრედიენტებს;
  • არ შეიცავს ფოსფატებს;
  • არ შეიცავს ოპტიკურ მათეთრებლებს;
  • ცხოველური ცხიმებისა და სხვა სახის ცხოველურ ცხიმზე დამზადებული ნივთიერებებისაგან (გამონაკლისია ძროხის ნაღველისაგან დამზადებული საპონი); 

2. Sonett იყენებს მხოლოდ მცენარეულ და მინერალურ ნივთიერებებს : ნაცვლად  ნავთობქიმიური ნივთიერებებისა (გამონაკლისია პოლიასპარგანული მჟავა Sonett-ის ჭურჭლის სარეცხ ტაბლეტებში)
  • სუფთა მცენარეული ტენზიდები  (აქტიური სარეცხი საშუალებები), საპონი მცენარეული ზეთისაგან, შაქრის სურფაქტანტისაგან, ქოქოსის  ზეთის ალკოჰოლური სულფატი;
  • მცენარეული, ნატურალური  ზეთები; 
  • მცენარეული ალკოჰოლი;
  • ლიმნის მჟავა; 
  • სოდა, სილიკატები, ალუმინატები, პემზა და ცაცხვის ფხვნილი;
3. რეცხვა მოდულური სისტემის  თანახმად:
  • ძირითადი გამწმენნდი კეთდება სუფთა მცენარეული საპნისაგან ქოქოსის ქონიანი ალკოჰოლური სულფატისაგან და შაქრის ტენზიდები
  • სუფთა ჟანგბადის მათეთრებელი;
  • ცეოლითი ფოსფატის ნაცვლად;
4. Sonett აერთიანებს ბევრ ნედლ მასალას ბიო-დინამიკური ან ორგანული კულტივაციებიდან:
  • ცხიმები და ზეთები: ზეითუნის ზეთი, პალმის ცხიმი, ქოქოსის ზეთი; 
  • ზეთები ორგანულიდაა მოყვანილი: ლავანდა, ლიმონი, სიტრონელა, ვარდის ნემსიწვერა,  ზამთრის ქონდარი, ქინძი და ასევე სხვადასხვა სახის გარეული მცენარეები; 
  • სპაგირიკ მარილები;
  5. Sonett -ის  ყველა პროდუქტი არის სრულიად ბიოლოგიურად დაშლადი;
  6. Sonett -ის ყველა სახის პროდუქტი უკიდურესად დადებით გავლენას ახდენს კანზე; 
  7. Sonett იყენებს მხოლოდ გადამუშავებად შეფუთვას, მუყაოს; 
  8. ყველა ინგრედიენტი სრულიად შესწავლილია(ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებისათვის, ვისაც აწუხებს ალერგია);
  9. Sonett იყენებს სარეცხ საშუალებებზე დამატებებს გატარებულს Oloid-ის ტიპის მიქსერში; 
10. წყალი ტრიალებს და მუშავდება მინის ჭურჭელში, რომელსაც აქვს 12 კვერცხის ჭურჭლის მსგავსი ფორმა. 

ხარისხის გრადაცია 1


ნედლი მასალების შერჩევა

Sonett -ის პროდუქცია არ შეიცავს გარემოსათვის სარისკო, ჯანმრთელობისათვის საშიშ ან ალერგენულ ინგრედიენტებს. თითოეული კომპონენტი არის სრულიად ბიოლოგიურად დაშლადი.
 
კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ყოველივე ნიშნავს, რომ Sonett -ის  საწმენდი და სარეცხი საშუალებები არ შეიცავს: ხელოვნურ არომატიზატორებსა და საღებავებს, სინთეტიკურ კონსერვანტებს, ენზიმებს, ფოსფატებსა და ოპტიკურ მათეთრებლებს.  ჩვენ, ასევე, არ ვიყენებთ ნავთობქიმიურ  ან ნახევრად ნავთობქიმიურ ნივთიერებებს, სურფაქტანტებს, ასევე- არაჯანსაღად დაშლად მათეთრებელს. 
 

აქტიური სარეცხი ნივთიერებები

ყველა სარეცხი საშუალების ხარისხზე მეტყველებს მასში შემავალი სარეცხი ნივთიერებები. ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპად  ჩვენ ვიყენებთ სუფთა მცენარეულ საპონს. საპონი არის აქტიური სარეცხი ნივთიერება, რომელიც ბუნებრივად ყველაზე ახლოს არის    გარემოსთან. ამ სრულად და სწრაფად  ბიოლოგიურად დაშლად  საშუალებას ყველა სხვა სარეცხ ნივთიერებასთან შედარებით აქვს ერთი თვალსაჩინო მახასიათებელი: მოხმარების შემდეგ, დაუყოვნებლივ უერთდება კალციუმს  და ამგვარად ახდენს  ცოცხალ ორგანიზმებზე ზეგავლენის  ნეიტრალიზებას. 
 
საპნის ფუნქციის დასაცავად,  ჩვენ ვიყენებთ ქოქოსის ზეთის ალკოჰოლიან სულფატსა და შაქრის სურფაქტანტებს წარმოებულს ქოქოსის ზეთის, სიმინდის ფქვილისა და კარტოფილის სახამებლისაგან. მათი ბუნებრივი შინაგანი მოლუკულური სტრუქტურის წყალობით, რომელიც უცვლელი რჩება, სურფაქტანტები არის მარტივად აღმოსაჩენი მიკროორგანიზმების მიერ, არიან სრულად და სწრაფად ბიოლოგიურად დაშლადები. ჩვენ არ ვიყენებთ ეთიოქსილურ პროდუქციას, როგორიცაა სულფატი ან ცხიმიანი ალკოჰოლური ეთიოქსილები. აღნიშნული პროდუქციის შემადგენელი ნაწილებია ბიო სარეცხი საშუალებები, რომლის აღწერაშიც ნათქვამია, რომ ის წარმოადგენს არაიონურ სურფაქტანტს, რომელიც დაფუძნებულია მცენარეულ ან რეგენერაციულ ნედლ მასალაზე, და არის ბიოლოგიურად სრულიად დაშლადი. ეს განცხადება საიმედოდ ჟღერს მომხმარებლისათვის, მაგრამ შესაძლოა, ასეთი პროდუქტი  საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდეს მისთვის, რადგან  მასში დამალულია ბევრი სურფაქტანტი, რომელიც შეიცავს რეგენერაციულ ნედლ მასალას, რომლის მოლეკულური სტრუქტურა შეიცვალა მათი მაღალტოქსიკური, კარცეროგენურ-მომწამლავი,  ეთილური ჟანგებით, რომლებიც მიიღება ნედლი ზეთის დერივატებისგან. ტოქსირებული პროდუქტები კი სწორედ შეიცავენ მათი წარმოების მეთოდის გამო დიოქსინებს.
 

არომატიზატორები

ბუნებრივი ეთეროვანი ზეთები დამატებულია Sonett -ის პროდუქტებში. ისინი გამოიყენება, ერთი მხრივ, ბაქტერიის შემაჩერებელი ეფექტით, და მეორე მხრივ, დასუფთავებისა და რეცხვის მეტი კომფორტისათვის. ბუნებრივ ეთეროვან ზეთებს, ჰარმონიული ეფექტი აქვს მთლიანად ადამიანის სხეულზე, და, მაშასადამე, წარმატებით გამოიყენება ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაავადებების სამკურნალოდ.
 
სინთეტიკური არომატიზატორები სამრეწველო ნარჩენი პროდუქციიდან და ნედლი ზეთოვანი ნარჩენებისგან, უკუეფექტს იძლევა და იწვევს ნერვული სისტემისა და მგრძნობელობის გაღიზიანებას. ეს აშშ-სა და ევროპაში ჰიპერაქტიურ ბავშვებზე კვლევებით არის დამტკიცებული. იაფფასიანი ეთეროვანი ზეთები ხშირად გაჯერებულია სინთეტიკური 
არომატიზატორებით.
 
შენიშვნა:
ჩვენი პროდუქტის წარმოების პრინციპებიდან გამომდინარე, ენზიმები, პროტეინი და სახამებელი, რომელიც მიღებულია დაბალ ტემპერატურაზე, არ გამოიყენება ჩვენს პროდუქციაში. 
 
ენზიმები დღესდღეობით გვხვდება თითქმის ყველა სარეცხ საშუალებაში, მათ შორის- ჭურჭლის სარეცხ საშუალებებში. ენზიმები არის პროტეინები, რომლებიც გვხვდება ყველა მცენარეში, ცხოველებსა და ადამიანებში. ისინი ჩართულნი არიან ყველა მეტაბოლურ პროცესში. ენზიმი არ არის ქიმიური სუბსტანცია, რომელიც შლის ჭუჭყს, პირიქით, ის მოქმედებს როგორც ბიოკატალიზატორი, რომელიც ვირტუალურად „ჭამს“ ჭუჭყს. ენზიმები  იზოლირებული არიან სწორედ  ფუნგზე ან ბაქტერიაზე. ეს ქმნის მთავარ პრობლემას. ენზიმი ინტეგრირებულია ადამიანის ორგანიზმთან და ასრულებს მათ სპეციფიკურ ფუნქციებს. ისინი არიან ცოცხალი ორგანიზმის ჰარმონიული კომპონენტი. დიდი ეფექტის მისაღებად, თუ განცალკევებული იქნებიან  ამ ორგანული თანაფარდობიდან, ვერ გაარჩევ ცხიმიანი საჭმლის ნარჩენისა და ადამიანის კანის ცხიმისაგან. ენზიმის ნარჩენებმა, რომელიც არის სარეცხ საშუალებებში, შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს კანზე, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის ალერგიები ზუსტად იმ ადგილას სადაც ის არის უფრო მეტად ტენიანი მაგალითად, კისერი, იდაყვი და მკლავის მიდამოები. 
 
დამატებით, არსებობს გენური ინჟინერიის პრობლემა. დღესდღეობით სარეცხ საშუალებებში გამოყენებული ფერმენტების (ენზიმების) თითქმის 100% შექმნილია გენეტიკურად მოდიფიცირებული მიკროორგანიზმებისაგან. ჩვენ ამ მანიპულირებული ორგანიზმების მეტაბოლიტებს მოვიხმართ, როგორც „rennin-ს“ მაღალი ხარისხის შვეიცარულ ყველში, ასევე, ფერმენტაციის დამაჩქარებელს ფრანგულ შამპანურში, საცხობ დამატებას პურში და „ღირებულ გამამხნევებელ ვიტამინს“ ე.წ. ფუნქციურ საკვებში.
უკანასკნელი განვითარება: ენზიმების პროტეინების სტრუქტურა თვით გენეტიკურად არის მოდიფიცირებული, ასე რომ დასრულებული ენზიმი აღარ შეიძლება, იყოს ბუნებრივი. სხვა საკითხებს შორის, ორგანიზმების მანიპულაციის მისაღწევად, დამტკიცება გულისხმობს უკეთეს სტაბილურობასა და გაუმჯობესებულ ტოლერანტულობას უფერული სხეულების მიმართ.
 
ეტიკეტზე გაფრთხილება: „გარანტირებულია, რომ არ წარმოადგენს გენეტიკურად მოფიცირებულ ენზიმებს“!
ეს ამჟამად ნიშნავს, რომ ენზიმები ნამდვილად გენეტიკურად მოდიფიცირებული მიკროორგანიზმების შედეგია, მაგრამ, ეს ენზიმები არ მიეკუთვნება პროტეინების სტრუქტურის ცვლილების მიღწევის მეორე დონეს. ეს პუნქტი გამოიყენება ენზიმებისათვის, რომლებიც ნამდვილად გენეტიკურად მოდიფიცირებული მიკროორგანიზმების შედეგია, მაგრამ მათი  პროტეინების სტრუქტურაც არაა შეცვლილი. 
 

ხარისხის გრადაცია 2


ნედლი მასალები სერტიფიცირებული ორგანული კულტივაციისაგან

არისხის 1 ნიშანზე დამატებით, ჩვენ მზარდი რაოდენობით ვიყენებთ ნედლ მასალებს სერტიფიცრებული ბიოდინამიკური და ორგანული კულტივაციისაგან, მაგალითად: ზეითუნის ზეთი, რაფსის ზეთი, მარცვლეულის ზეთი, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი, ეთეროვანი ზეთები, მატონიზირებელი დანამატები და ალკოჰოლი. 
რა არის სარეცხ და საწმენდ საშუალებებში  სერტიფიცირებული ორგანული კულტივაციისაგან  მიღებული ნედლი მასალების გამოყენების მიზეზი?
უძველეს კულტურებში სხეულისა და ტანსაცმლის წმენდა/ჰიგიენა ერთგვარი  რიტუალი იყო. დაბანის რიტუალების მეშვეობით, ხალხი ინსტიქტების სიბინძურისაგან თავისუფლდებოდა  და უბრუნდებოდა უმანკოების სულიერ მხარეს. 
 
დღევანდელ მსოფლიოში, დაბანის, გაწმენდისა და გარეცხვისათვის არსებობს, რაც შეიძლება სწრაფი საშუალებები. მიუხედავად ამისა, სისუფთავე არც თუ ისე უმნიშვნელო სულიერ მნიშვნელობას ინარჩუნებს: რატომ ვგრძნობთ სუფთა ტანსაცმლის ტარების საჭიროებას? რატომ ვგრძნობთ განსაკუთრებულ სიამოვნებას საწოლის ახალგამოცვლილ თეთრეულში დაწოლისას? რატომ ვალაგებთ და ვწმენდთ სახლს სტუმრების მიღებამდე ან დღესასწაულის შემდეგ? წესრიგსა და სისუფთავეს აქვთ რაღაც ლიბერალური და დამაკმაყოფილებელი,  რაც სულის რეფლექსს ასახავს.
 
მოსაზრება, რომ ნივთიერებები, რომლითაც ვრეცხავთ და ვასუფთავებთ, თავადაც სისუფთავის გრძნობას ატარებს, მხოლოდ ლოგიკურია – „უსუფთაო“ ნივთიერებები სისუფთავის შთაბეჭდილებას გვიტოვებენ, მაგრამ, გვაძლევენ სისუფთავის მცდარ აღქმას.
 
სარეცხი საშუალებებისა და გამწმენდების ფორმულების განვითარებაში მინერალური, მცენარეული, ცხოველური და ნედლი ზეთებიდან წარმოშობილ ნივთიერებათა ფართო სპექტრი გამოიყენება. თუ გამოვიყენებთ ზემოხსენებულ კრიტერიუმს, მაშინ ასეთი შერჩევა შემცირებულია წმინდა მინერალური და მცენარეული ნედლი მასალების კუთხით. მხოლოდ ცხოველებს და ადამიანებს არ ესაჭიროებათ სისუფთავე. 
„სისუფთავის კანონს“, მინერალებისა და მცენარეებისაგან წარმოშობილი ნედლეულის შეზღუდვის, განსაკუთრებით კი-ნავთობქიმიური ნივთიერებების თავიდან აცილების თვალსაზრისით, ძალიან შეზღუდული კანონიერება გააჩნია-კულტივაციის პირობითი მეთოდებით  მცენარეები ზიანდება, ბინძურდება და ირღვევა მათი განვითარება. კულტივაციის „ნორმალური“ მეთოდების გამოყენების შედეგად  მცენარეები კარგავენ თავიანთ ბუნებრივ თვისებებს:  ხელოვნური განაყოფიერება მკვეთრად ამცირებს  ფესვების ზრდას.  ფოთლების, ყვავილებისა და ხილის ზომები ფართოვდება და ნოყიერდება, გემო წყლით არის გაზავებული და შესაბამისად, სურნელებაც შემცირებული. მონოკულტურებისა და თანმიმდევრული თესლბრუნვის ნაკლებობის გამო,  პირობითი კულტივაცია რეგულარულად იყენებს ჰერბიციდებს, პესტიციდებს. თავიდან აცილება დაბინძურების მცენარეებში ქიმიური ნარჩენების მეშვეობით  შეუძლებელია და მაშასადამე, ოფიციალურად ნებადართულია. მოსავალზე ორიენტირებული კულტივაცია ექსკლუზიურად,წარმოქმნის ბუნებრივ დაუბალანსებლობას  მცენარეებსა და ცხოველებს შორის, მაგალითად: უჯრედის ბირთვის მანიპულაციით, მცენარეში იძულებით ხორციელდება ფუნდამენტური ცვლილება მეტაბოლიზმსა და კრეატიულ პოტენციალში.
ცხიმოვანი ან ეთეროვანი ზეთები, გაცილებით მეტად კარგავენ საკუთარი სიცოცხლისუნარიანობისა და ძალის დიდ რაოდენობას ბიოდინამიური ან სერტიფიცირებული ორგანული კულტივაციით მიღებულ მცენარეებთან შედარებით. გლობალური კვლევის მეთოდების დახმარებით, როგორიცაა სპაგირიკ კრისტალიზაცია და ბიოფოტონის საზომი სისტემა და სხვ. ხარისხობრივი განსხვავება ბიოკულტივაციის გზით გამოყვანილ მცენარელ ნედლეულსა და პირობითად კულტივირებულ მცენარეებს შორის მიმზიდველი ეფექტით დემონსტრირდება. 
 
შეიძლება ვირწმუნოთ, რომ ქიმიური ცვლილებით, მაგალითად ზეთიდან საპნის, ტუტის ხსნარის მეშვეობით და გაცხელების ეფექტით გარდაქმნით, არც ერთი  ბიოლოგიური ხარისხი არ გადარჩება. თუმცა სპაგირიკ მაგალითი საპირისპიროს გვიჩვენებს: მცენარეები რამოდენიმე საათის განმავლობაში დახურულია თბილ პირობებში წყალთან და ალკოჰოლთან ერთად და  მათი ნაწილები იწვება და ხურდება 600 გრადუს ცელსიუსზე. ნივთიერებები და მიღებული მარილები გვაჩვენებენ გაზრდილ ფოტონურ რადიაციას, კრეატიულ პოტენციალსა და პოტენციას, თუკი თვითონ მცენარე მაღალი ხარისხის იყო. მაშასადამე,  მცენარის თავდაპირველი ხარისხი და მისი შემდგომი დამუშავება გადამწყვეტი ფაქტორია. 
 
მაშასადამე „Sonett-ის“  პროდუქტებში, სერტიფიცირებული ბიოდინამიური და ორგანული კულტივაციისაგან (ისევე როგორც ველურად გაზრდილი მცენარეების შეგროვებისაგან) მიღებული ზეთისა და ეთეროვანი ზეთების დიდ რაოდენობას მოვიხმართ.  სადაც ორგანული ნედლეული არ გამოიყენება, ისინი ან მინერალური ნივთიერებებია, ან მათ ორგანული ხარისხის ნიშანთან არ აქვთ (მაგალითად: შაქარზე დაფუძნებული სურფაქტანტი ან ქოქოსის ზეთის ალკოჰოლის  სულფატი) ან ბარიერია მათი გამოყენების მაღალი ფასი. იმისათვის, რომ უწყვეტად შევასრულოთ ხარისხის ვალდებულება, ერთ-ერთი საკითხია სარეცხი და საწმენდი საშუალებების წარმოება, რომელიც ჰუმანურია და, ამასთან- ბუნებრივი. 
 
ჩვენი ხარისხის  ნიშანი 2-ის ეს მოთხოვნა, (სახელდობრ, ორგანული კულტივაციით მიღებული ნედლეულის გამოყენებისთვის, თუ ეს შესაძლებელია) ეკოლოგიური რეცხვისა და დასუფთავების საშუალებების მწარმოებლების ძალიან მცირე რაოდენობის მიერ სრულდება, (მათ შორის Sonett გამონაკლისია).
       
ზეთისხილის ხე ლიმონიკი რაფსი ლავანდა









ხარისხის გრადაცია 3


დინამიკური ხარისხი

Sonett -ის  ხარისხის მესამე დონე ბალზამური დანამატებისა და სიცოცხლის მასტიმულირებელი ტექნოლოგიის გამოყენებით ხასიათდება. მეტიც, ჩვენი თხევადი პროდუქციის წარმოება 12 კვერცხის ფორმის მინისებრ აპარატში ხორციელდება.

ოლოიდ მიქსერი Water swirler

ბალზამური დანამატები რომლებიც საკმევლისაგან, ოქროსგან, მურისგან, დაფნისგან, ზეითუნის ზეთისა და ვარდის ფერფლისგან შედგება, რიტმულად გადადის ოლოიდ მიქსერში და მცირე რაოდენობით ემატება  ჩვენს საწმენდ და სარეცხ საშუალებებს. 
 
საგნების ასე რითმულად დამუშავება და „სიცოცხლის მასტიმულიერებელი ტექნოლოგიის“ გამოყენება, სარეცხი და საწმენდი საშუალებების სფეროში ჩვენი გამოცდილებით მხოლოდ Sonett -ს ეხება. ჩვენი მიზანია, თავიდან ავიცილოთ მანქანებისა და მბრუნავი მიქსერების ცენტრიფუგული  მოძრაობები, რაც ჩვენი სიცოცხლისათვის საშიში ტენდენციით ხასიათდება, ხოლო ამ რიტმული ბალზამური დანამატებით სიცოცხლის მასტიმულირებელ ბიძგს ვქმნით.
 
პირველი კრისტალის ანალიზის კვლევაში, დამუშავებული დანამატების სპეციალური ხარისხი ამ მეთოდით შეიძლება შემოწმდეს. თვითონ განსაჯეთ კრისტალის შემდეგი ფოტოებით:

Sonett -ის კრისტალოგრამული რიტმული სარეცხი საშუალების დანამატი. მისი სტრუქტურა გვაჩვენებს მის მაღალ ბიოლოგიურ ღირებულებას.
Sonett -ის კრისტალოგრამული სარეცხი ფხვნილი. 
ამ დანამატის დამახასიათებელი თვისებები მკაფიოდ გამოკვეთილია.
სარეცხი საშუალების კრისტალოგრამი, რომელიც დამზადებულია ბენზინზე.