რეცხვის მოდულური სისტემა

 


კომპონენტი 1
Sonett-ის  სარეცხი ფხვნილი ან
Sonett-ის  სარეცხი სითხე
 
კომპონენტი 2

Sonett-ის წყლის დამარბილებელი
 
კომპონენტი 3

Sonett-ის მათეთრებელი და ლექების ამომყვანი კომპლექსი


 

მოდულური სისტემით რეცხვის უპირატესობა

ტრადიციულ სარეცხ საშუალებებში სარეცხი ფხვნილი, დამარბილებელი და მათეთრებელი გაერთიანებულია ერთ კომპონენტად. ამ კომპონენტების განცალკევების გზით, როგორც ეს არის Sonett -ის შემთხვევაში, თითოეული კომპონენტი შეგვიძლია გამოვიყენოთ იდეალურ პროპორციაში, დაბინძურებისა და წყლის სიხისტის  შესაბამისად. რაც წარმოადგენს უფრო ეკოლოგიურ და ეკონომიურ რეცხვის პროცესს.
 
  • ძირითადი სარეცხი საშუალება: დამზადებულია სუფთა მცენარეული საპნიდან, ქოქოსის სპირტის სულფატის და შაქრის სურფაქტანტისაგან
  • მათეთრებელი კომპლექსი: სუფთა ჟანგბადის მათეთრებელი (ნატრი პერკარბონატი)
  • დამარბილებელი: სილიკატი (ცეოლითი), ნატრი კარბონატი და ლიმონმჟავა ფოსფატების ნაცვლად.

რჩევები ლაქების ამოსაყვანად


ძირითადი წესი

  1. მოაშორეთ ლაქა ქსოვილიდან რაც შეძლება სწრაფად და შემდეგ გარეცხეთ. (მიჰყევით რეცხვის ინსტრუქციას).
  2. მოაშორეთ ლაქები წინასწარ მექანიკურად, თუ ეს შესაძლებელია
  3. მოაშორეთ ლაქები ქსოვილს შიდა მხრიდან.
  4. ლაქები ნაზ ქსოვილებზე ჩაალბეთ, არ გახეხოთ(ხელით და ჯაგრისით).
  5. ფერად ქსოვილზე წინასწარ მოსინჯეთ(ლაქის ამომყვანი) შეუმჩნეველ ადგილზე.
 
stain_removal


სონეტის პროდუქტები ლაქების მოსაშორებლად

• ლაქების ამომყვანი საპონი და სითხე
• ლაქების ამომყვანი სპრეი
• საწმენდი ფორთოხლის ძლიერი ეფექტით
• მათეთრებელი კომპლექსი
• სარეცხის სავლები


 
ხილის, ბალახის და ბოსტნეულის ლაქები
წაუსვით  Sonett-ის ლაქების ამომყვანი საპონი, დატოვეთ რამოდენიმე წუთი, გაავლეთ და გარეცხეთ. ფერად ქსოვილზე წინასწარ მოსინჯეთ შეუმჩნეველ ნაწილზე.
 
ცხიმოვანი ლაქები
წაუსვით Sonett-ის საწმენდი ფორთოხლის ძლიერი ეფექტით, დატოვეთ რამოდენიმე წუთით შემდეგ გაავლეთ. ეს საშუალება იდეალურია ნაზი ქსოვილისთვის. ან გამოიყენეთ Sonett-ის  ლაქების ამომყვანი სითხე ან საპონი.
 
კალმის ან მელნის ლაქები
გამოიყენეთ Sonett-ის  ლაქების ამომყვანი სითხე ან Sonett-ის  ლაქების ამომყვანი სპრეი.
 
რძის, სისხლის, მოყვითალო ლაქები
საფუძვლიანად გაავლეთ ცივ წყალში, შემდგომ გამოიყენეთ Sonett-ის  ლაქების ამომყვანი სითხე
 
ყავის და ჩაის ლაქები
წინასწარ დაასხით ლაქებზე Sonett-ის სავლები, შემდგომ გარეცხეთ. ღია ფერის ქსოვილები ჩვეულებრივად გარეცხეთ Sonett-ის  მათეთრებელი კომპლექტით (50 °C).
 
კაკაოს და შოკოლადის ლაქები
შეასხურეთ Sonett-ის ლაქების ამომყვანი სპრეი, დატოვეთ მიახლოებით 10 წუთის განმავლობაში, გაავლეთ ან გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.
 
ცვილის ლაქები
მოათავსეთ საშრობი ქაღალდი ქსოვილის ცვილით გაჟღენთილ ნაწილზე და გაათვეთ თმის საშრობით. მოაშორეთ დარჩენილი ცვილი გამხსნელით. სიფრთხილით გამოიყენეთ უთო. 
 
ჟანგის და ძველი სისხლის ლაქები
მოათავსეთ ლაქა Sonett-ის სავლებში, გაავლეთ ცივ წყალში შემდეგ გარეცხეთ Sonett-ის  მათეთრებელი კომპლექტით.

რეცხვის ინსტრუქცია


დაახარისხეთ სარეცხი:
  • დაახარისხეთ სარეცხი იარლიყზე მითითებული რეცხვის ინსტრუქციის მიხედვით 
  • თეთრი და შავი ტანსაცმელი გარეცხეთ ცალ-ცალკე  
  • გადააბრუნეთ ფერადი ქსოვილი გარეცხვამდე შიდა მხრიდან, ასე ტანსაცმელი ინარჩუნებს ფერებს უფრო ხანგრძლივი დროით.
  • გარეცხვამდე შეამოწმეთ ჯიბეები, შეკარით ღილები და შესაკრავი „ელვები“.
  • ლაქების ამომყვანი საშუალება გამოიყენეთ რეცხვის ინსტრუქციის მიხედვით.
 

სწორად დატვირთეთ სარეცხი მანქანა:

არ გადატვირთოთ სარეცხი მანქანა. ასე სარეცხის საშუალება უფრო კარგად იხსნება, ასუფთავებს და ავლებს ტანსაცმელს.


 
სარეცხის გაშრობა: 
  • გარეცხვის შემდეგ არ დატოვოთ სარეცხი მანქანაში ხანგრძლივი დროთ
  • სარეცხი მანქანის კარი დატოვეთ ღია ვენტილაციისთვის (გასანიავებლად)
  • დაიმახსოვრეთ, რომ სარეცხის გაფენა  ყველაზე ენერგო-ეფექტური შრობის გზაა.
  • საშრობი არ უნდა იყოს გადატვირთული

 

სპორტული ტანსაცმელი და მიკროფიბრის ქსოვილები  

გაეცანით იარლიყზე მითითებულ რეცხვის ინსტრუქციას:
  • აირჩიეთ რეცხვის რეჟიმი ნაზი ქსოვილისთვის (40 °C)
  • გამოიყენეთ Sonett-ის სარეცხი სითხე ფერადი ქსოვილისთვის, გამოიყენეთ სითხის საჭირო რაოდენობა.
  • აირჩიეთ დამატებითი გავლების რეჟიმი
  • გაწურეთ ნაზი რეცხვის რეჟიმით
  • საშრობში შრობის შემთხვევაში დააყენეთ დაბალ ტემპერატურაზე და არ გადატვირთოთ მონქანა 



 

ბუმბულის გადასაფარებლები და ბალიშები:

ეს სარეცხი სითხე იდეალურია შალისა და აბრეშუმის  გადასაფარებლებისათვის, ასევე ბუმბულის ბალიშებისათვის. შენიშვნა: გაშრობისას დრო და დრო ხელით გააფუეთ
 



 

შალისა და ტყავის რეცხვა

შალისა და ტყავის გაწმენდის საუკეთესო გზაა მტვრის მოცილება (ბერტყვა) და განიავება. გარეცხვის შემდეგ შალი და ტყავი უხეშდება. აქედან გამომდინარე ტყავის გარეცხვა არ არის რეკომენდირებული.
 
შალისა და ტყავის გარეცხვის წესი:
  • აბაზანაში დააფინეთ შესაბამისი ზომის პირსახოცი, ზემოდან დააფინეთ შალისა ან ტყავის ქსოვილი, რომლის გარეცხვასაც აპირებთ.
  • ოდნავ დაასველეთ ზედაპირი თბილი შხაპით. 
  • პატარა კონტეინერში შეაზავეთ Sonett - ის ზეთისხილის სარეცხი სითხე შალისა და აბრეშუმისთვის შამპუნთან და წყალთან (5 მლ/ 1 ჩაის კოვზი/100 მლ წყალი) ერთად. ნაზად წაუსვით ქსოვილს, მოაშორეთ ლაქები საჭიროების შემთხვევაში
  • შემდგეგ ჩამორეცხეთ თბილი წყლით, ზემოდან მოათავსეთ მშრალი პირსახოცი და გაამშრალეთ ქსივილი
  • არ გაფინოთ, მოათავსეთ ქსოვილი საშრობზე. არ დატოვოთ მზეზე ან გამათბობელთ

რეცხვის სიმბოლოოები


რეცხვა

          არ არის რეკომენდირებული სარეცხ მანქანაში რეცხვა
ხელით რეცხვა
რეცხვა რეკომენდირებული დაბალ ტემპარატურაზე
ჩვეულებრივი რეხვა, მითითებულ ტემპერატურაზე
   

გაშრობა


          საშრობით შრობა არ არის რეკომენდირებული
საშრობით შრობა დაშვებულია
საშრობით შრობა ზომიერ ტემპერეტურაზეe
საშრობით შრობა მაღალ ტემპერატურაზე


დაუთოება


          დაუთოება არ არის რეკომენდებული
დაუთოება დაბალ ტემპერატურაზე
დაუთოება საშუალო ტემპერატურაზე
დაუთოება მაღალ ტემპერატურაზე